უგულავას საქმე

ადვოკატი: ხელისუფლება უგულავასთვის უკანონო განაჩენს ელოდება

ამის შემდეგ ნებისმიერი განცხადება სახელმწიფო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, რომ გიორგი უგულავას საქმეზე რაიმე სამართლებრივ ჩარჩოებში იმყოფებიან, არის აბსოლუტური ფარსი. გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი. დღესდღეობით მისი უკანონო პატიმრობა უკვე ემსგავსება სპექტაკლს, რომელსაც დასასრული არ უჩანს.ყველამ ძალიან კარგად იცის, რას ელოდება ხელისუფლება, რას ელოდება ეს კონკრეტული მოსამართლე. უახლოეს პერიოდში უკანონო განაჩენით უგულავას მიუსჯიან, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლომ აბსოლუტურად რომც გაიზიაროს ჩვენი არგუმენტები, უგულავას უფლებების აღდგენა ვერ მოხერხდება.

ბექა ბასილაიას კომენტარი მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ, მოსამართლე ტურავას ავადმყოფობის მიზეზით, გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება არ გამოაცხადა.

კომენტარები