გიგი უგულავას საქმე

გიორგი მელაძე: გამოძიებას კითხვები გიგი უგულავასთან დაკავშირებითაც ჰქონდა

radiokalaki.ge

მთავარ პროკურატურაში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, გიორგი მელაძის დაკითხვა ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მელაძე პროკურატურაში მოწმის სახით, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დაიბარეს. დეპუტატმა დაკითხვის განცხადების შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიებას მასთან შეკითხვები გიგი უგულავასთან დაკავშირებითაც ჰქონდა.

"კითხვები როგორც წინასწარ იყო ცნობილი, დასმული იყო ძირითადად თბილისისის განვიტარების ფონდის შესახებ, რომელთანაც მე არანაირი შეხება არ მაქვს. ფიზიკურადაც ვერ მექნებოდა, რადგან ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. ძირითადი აქცენტი გიგი უგულავაზე იყო გაკეთებული, მაგრამ ის რაც არ ყოფილა, მე ამაზე ჩვენებას ნამდვილად ვერ მივცემდი," - განაცხადა გიორგი მელაძემ.

კომენტარები