უგულავას საქმე

ლომჯარია: მადლობა ყველას, ვინც ამ მონურ სასამართლოს ქმნიდა

netgazeti.ge

მადლობა ყველას, ვინც ამ მონურ სასამართლოს ქმნიდა - ასე ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ლომჯარია, პირად Facebook გვერდზე გამოეხმაურა. 
"თუ პირდაპირ არჩეული მილიონიანი ქალაქის მერის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მოსამართლე ზეპირი განხილვის ღირსადაც არ თვლის, რა გარანტია მაქვს რომ ჩემი, რიგითი მოქალაქის უფლებებს დაიცავს?! მადლობა ყველას ვინც ამ მონურ სასამართლოს ქმნიდა რუდუნებით ამდენი წლის განმავლობაში" - წერს ნინო ლომჯარია. 

კომენტარები