გიგი უგულავას საქმე

პროკურორი: სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ

გიგი უგულავას საქმეზე ბრალდების მხარის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თქვა, რომ "თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს."

ნადარეიშვილის თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია და უგულავას მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახე. პროკურორი მიიჩნევს, რომ მან საკმარისი არგუმენტები წარადგინა იმისთვის, რომ უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული.

გიგი უგულავას სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა.

მთავარი პროკურატურა კი თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა.

კომენტარები