უგულავას საქმე

ფანჯიკიძე: უგულავას პროცესი ჩატარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად

დარწმუნებული ვარ უგულავას პროცესი ჩატარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო დამოუკიდებელ განაჩენს გამოიტანს. მისი თქმით მთავრობის მხრიდან ნებისმიერი ჩარევა ქვეყნის იმიჯს დააზარალებს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ჩატარდება ისე, როგორც საჭიროა- გამჭვირვალედ, სამართლიანად, ფაქტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად, სასამართლო დამოუკიდებელ განაჩენს გამოიტანს. როგორი იქნება ეს განაჩენი, მე ნამდვილად არ ვიცი, არც ამ შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევებში. მაგრამ ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს პროცესი, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ მაღალი თანამდებობის პირი, თუ ყოფილი პოლიტიკოსი, ყველა შემთხვევაში პროცესი უნდა იყოს სამართლიანი" - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

 

კომენტარები