ელექტროენერგია

ენერგეტიკის სამინისტრო მზის და ქარის ელექტროსადგურების განვითარებას იწყებს

Kakha Kaladze
Tabula

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მზის და ქარის ელექტროსადგურების განვითარებას იწყებს. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიზანშეწონილობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც ელექტროსადგურების მშენებლობის კონკრეტული ადგილები დადგინდება.

ენერგეტიკის სამინისტრომ უკვე გააფორმა მემორანდუმი ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც სამინისტროს მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 მეგავატის ქარის და მზის პოტენციური ელექტროსადგურების კვლევა-განვითარებაში დაეხმარება. ამისთვის ახალი კომპანია უნდა დაფუძნდეს. ერთობლივი კომპანიის 85%-ის მფლობელი ამერიკული კომპანია Aeolus Apollo Altus Energy-ი, 15%-ის მფლობელი კი - ენერგეტიკის სამინისტროს შვილობილი კომპანია - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი იქნება. 

კომენტარები