ელექტროენერგია

შეზღუდვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიამ გამოიწვია – საქართველოს ელექტროსისტემა

newcastle.gov.za

საქართველოს ელექტროსისტემის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიამ გამოიწვია - კომპანიის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

საქართველოს ელექტროსისტემიც ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, მათი მხრიდან, გამანაწილებელი კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტრომომარაგება ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება - წერს IPN. 

თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია ავარიული გათიშვის გამო არ მიეწოდება, რის შედეგადაც მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერებულია. 

ტაბულა მეტროს პირველი ხაზის გაჩერებაზე ინფორმაციისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. 

"ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში". - წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში. 

თელმიკოში ტაბულას ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ეუბნებიან, რომ სიტუაციაში ახლა ერკვევიან და გათიშვის მასშტაბზე ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები