თელასის ინფორმაციით, მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100 000 მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზად დედაქალაქის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანებას ასახელებენ. მათი თქმით, მუშაობენ აღდგენითი სამუშაოების ოპერატიულად დასრულებაზე.
"დღეს დედაქალაქის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100 000 მომხმარებელს.
დილის ხუთ საათზე დაზიანების გამო ელექტროენერგია შეუწყდა ქვესადგურს დიღომი-1 , მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო. აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და 12 საათისთვის 30 000 მომხმარებელს ელექტროენერგია უკვე მიეწოდა.
ასევე დილის 10 საათისთვის დაზიანდა მთაწმინდა 1 და 2 მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70 000 მომხმარებელს.
თელასის ტექნიკური სამსახურის მიერ ადგილზე მიმდინარეობს ხაზების დათვალიერება, რომ აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დასრულდეს." - ნათქვამია განცხადებაში.





