საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

ენმ უკრაინის ევროპული არჩევანის მხარდასაჭერ აქციას გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უკრაინის ევროპული არჩევანის მხარდასაჭერ აქციას გამართავს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება და იმ ზეწოლის პირობებში რომელსაც იგი რუსეთის ფედერაციის მხრიდან განიცდის, თანადგომის გამოცხადება სავალდებულოა.

 გიორგი კანდელაკის განცხადებით, აქცია 21 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გაიმართება და ქართველი ხალხი ვალდებულია უკრაინის გვერდით დადგეს, რადგან უკრაინა მძიმე მომენტებში მუდამ საქართველოს მხარეს იდგა.

”აუცილებელია უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოვუცხადოთ. იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ცდილობს თავს მოახვიოს, უკრაინას, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ნება და ძალით შეათრიოს საბჭოთა კავშირის განსხვავებული ფორმით აღდგენის პროექტში” - განაცხადა კანდელაკმა.  

კომენტარები