ბიუჯეტი

ჯაფარიძე: 2014 წლის ბიუჯეტის მთავარი პრობლემა დიდი მოცულობის ვალია

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის მთავარი პრობლემა დიდი მოცულობის ვალია, რომლის გასტუმრებაც მომავალ თაობებს მოუწევთ. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტია კიდევ ერთხელ აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ეკონომიკის შენელების დროს დიდი ვალის აღება და ამ ვალით საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსება არ არის სწორი პოლიტიკა.

ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე მოამზადა სპეციალური თაიმლაინი, სადაც შესაძლებელია უმცირესობის მხრიდან ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გაკეთებული განცხადებების ნახვა.

ჯაფარიძის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი. ხადურის განცხადებით, დღევანდელი მთავრობა წინა ხელისუფლების დროს დანგრეულ ქვეყანას აშენებს.

კომენტარები