ბიუჯეტი

მაჭავარიანი 500 000 ლარიან საახალწლო კონცერტზე: სრულიად მიზანშეწონილად მიმაჩნია

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ საახალწლო კონცერტზე დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც ცნობილია, საახალწლო კონცერტის გასამართად მერია 491 000 ლარს დახარჯავს. 

"ყველა რესტორანი დაკეტილია, ყველა გასართობი ადგილი დაკეტილია, ვართ საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. პანდემიის გამო მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება იარონ გასართობ დაწესებულებებში, აქედან გამომდინარე, ის მინიმუმი, რომ ქალაქი არ იყოს ჩაბნელებული, აუცილებელია, სრულიად მიზანშეწონილად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება". – თქვა მაჭავარიანმა.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიამ საახალწლო კონცერტების ჩასატარებლად 2.7 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, მერია 100 000 ლარს დახარჯავს კონცერტებისთვის ფეიერვერკების შესასყიდად და 216 000 ლარს კონცერტების დიდ ეკრანზე გასაშუქებლად.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მთავარი საახალწლო ნაძვის ხის გაფორმებაში, ტოტების და წიწვების გადაკეთებაში, წელს 195 800 ლარი დახარჯა. ახალი ნაძვის ხე თბილისის მერიამ გასულ წელს კომპანია Idolight-ისგან 304 000 ევროდ შეიძინა, რაც დაახლოებით, მილიონი ლარია. მაშინ თბილისის მერიამ ახალი საახალწლო ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ჯამურად 2 734 მილიონი ლარი (829,512 ევრო) გადაიხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ თბილსერვის ჯგუფმა სულ სამი ტენდერი გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში ტენდერი იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა (IDOLIGHT) მოიგო. 

საქართველოში კორონავირუსის შემცირების მიზნით არაერთი შეზღუდვაა ამოქმედებული, მათ შორის გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრები. 21:00-დან მოქმედებს კომენდანტის საათი. თბილისის მერიის ცნობით, წელს არც საახალწლო ბაზრობა გაიმართება.

შეზღუდვების დაწესებისას საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრები, ასევე, ღია და დახურული ბაზრობები მუშაობას აღადგენენ. ასევე, ამ პერიოდში აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. კომენდანტის საათი მოიხსნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამეს და შობის - 6 იანვრის ღამეს.

თუმცა, ახლა ეპიდემიოლოგები საუბრობენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე "კარგად" უნდა დაფიქრდნენ და "ფრთხილად" უნდა იყვნენ. ამირან გამყრელიძის თქმით, "შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ამ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები მიღებული იყოს კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, რა ზომით და რა მასშტაბით უნდა იქნეს ან არ იქნეს შემსუბუქება

კომენტარები