პატიმრის თვითმკვლელობა

მინაშვილი: პატიმრის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობა სოზარ სუბარს ეკისრება

რადიო "თავისუფლება"

ქსნის #19 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობის ფაქტს ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა მინისტრ სოზარ სუბარს ეკისრება და ის თანამდებობიდან უნდა მოიხსნას.

”ეს არის უპასუხისმგებლობა, როგორც ციხის ადმინისტრაციის, ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროსი. მეორეს მხრივ, ეს არის კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ძალადობის განხორციელება საპყრობილეებში და ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს ბოლო წლის განმავლობაში. ბუნებრივია, აქ მთავარი პასუხისმგებლობა მინისტრ სობარ სუბარზეა. ერთადერთი შანსი ამის გამოსწორების არის ის, რომ უნდა მოიხსნას მინისტრი და ძალიან მკაფიო და რადიკალური მოქმედებები უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მხრიდან.” - თქვა მინაშვილმა.

კომენტარები