პატიმრის თვითმკვლელობა

პატიმარი, რომელმაც კლინიკა "ვივამედიში" თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა

პატიმარი, რომელმაც კლინიკა ვივამედიში თვითმკვლეობა სცადა, გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა.

პატიმარმა თვითმკვლელობა 19 თებერვალს სცადა. ის კლინიკაში კორონავირუსზე მკურნალობდა. შემთხვევის შემდგომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ცნობით, პაციენტმა თვითმკვლელობა კლინიკიდან გაწერის შემდეგ სცადა, – "ეს მოხდა გაწერიდან დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ".

კომენტარები