დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: საბავშვო ბაღის გამგე არ ვარ რომ ვინმე კუთხეში დავაყენო

პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი ბარამიძეს, დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. დღეს, საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის თამვჯდომარეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის ღიად და მკაფიოდ დაფიქსირება მოსთხოვა.

"მე არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენო და შედეგს ამით მივაღწიო. იმ მომენტში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მე დავიწყე მოქმედება და საშუალება არ მომცა ორივე მხარემ. ახლა პოსტფაქტუმ იმაზე მსჯელობა პირველი ვინ მოწიწკნა თმა, მერე მეორემ რა უპასუხა, ეს არ არის ჩემი საქმე. თუ ხვალ და ზეგ ასეთი რამ განმეორდება პარლამენტში, მაშინ მე არ მივიღებ გადაწყვეტილებებს, მაშინ კანონი ჩაერთვება ამ საქმეში. კანონში წერია ძალიან ბევრი რამ," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები