ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ ხელშეკრულებებს ხელი რაც შეიძლება მალე მოეწერება

ევროპარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესახებ რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ვილნიუსის სამიტზე საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და სავაჭრო შეთანხმების პარაფირებას. ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ ხელშეკრულებებს ხელი რაც შეიძლება მალე მოეწერება.

"ევროპარლამენტი მიესალმება პოლიტიკურ და სავაჭრო შეთანხმებების პარაფირებას ვილნიუსის სამიტზე და იმედოვნებს, რომ მათ ხელი რაც შეიძლება მალე მოეწერება. ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს, უზრუნველყონ ის, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა ამ შეთანხმებებით მოკლევადიან პერსპექტივაში მიიღონ საგრძნობი სარგებელი", - წერია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე წერია, რომ ევროპარლამენტი გმობს რუსეთის ზეწოლას უკრაინაზე, სომხეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, ხელი შეუშალოს ხელშეკრულებების ხელის მოწერას ევროკავშირთან. პარლამენტი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, საპასუხო ზომები გაატაროს, თუ რუსეთი დაარღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ევროკავშირისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სავაჭრო სანქციებს გაატარებს.

კომენტარები