პროტესტი უკრაინაში

ნულანდი: იანუკოვიჩს ვუთხარი, რომ მომხდარი მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის

topnews.in

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა. შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"მე ძალიან ნათლად განვუმარტე უკრაინის პრეზიდენტს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად მიუღებელია თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის", - თქვა ნულანდმა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, მან იანუკოვიჩს უთხრა, რომ აშშ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და უკრაინაში ჯერ კიდევ არის უკრაინის ევროპული მომავლის გადარჩენის შანსი და აშშ-ს სურს, რომ იანუკოვიჩმა ქვეყანა ამ გზით წაიყვანოს.

კომენტარები