პროტესტი უკრაინაში

უკრაინაში ჟურნალისტი უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს

pravda.com.ua

უკრაინაში ჟურნალისტი და ევრომაიდანის აქტივისტი, ტატიანა ჩერნოვილი უცნობმა პირებმა სასტიკად ცემეს.

ჩერნოვილი უკრაინელ სახელმწიფო მოხელეებზე წერდა და ინციდენტის დღეს, შს მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს სახლის გადასაღებად მიდიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნოვილის მანქანას უცნობი პირები გამოეკიდნენ, ჟურნალისტი მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩერნოვილს ტვინის შერყევა აქვს, ცხვირი გატეხილი და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევრომაიდნის აქტივისტს თავს ესხმიან. რამდენიმე დღის წინ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დმიტრი პილიპეცი უცნობმა პირებმა დანით დაჭრეს, ხოლო ვლადიმირ მარალოვს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობა.

ტატიანა ჩერნოვილი Украинская правда-ს ჟურნალისტი და ბლოგერია. ის თავის სტატიებში უკრაინელ მაღალჩინოსნებს - შს მინისტრს ზახარჩენკოს, გენერალურ პროკურორს ვიქტორ პშონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს აკრიტიკებდა.

კომენტარები