პროტესტი უკრაინაში

კლიჩკომ პრეზიდენტ იანუკოვიჩს საჯარო დებატებში მონაწილეობა შესთავაზა

უკრაინაში პარტია უდარის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს საჯარო დებატებში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. აღნიშნული მან დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს გამართულ უკვე მეათე სახალხო შეკრებაზე თქვა.

კლიჩკოს თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩმა საჯარო დებატებში მონაწილეობა იმიტომ უნდა მიიღოს, რომ გაიგოს, ხალხი რას ფიქრობს.

კლიჩკო აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არცერთ შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანად გადაიჭრას. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობა ამ კრიზისზე ვიქტორ იანუკოვიჩს ეკისრება.

შეგახსენებთ, რომ კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე მრავალათასიანი სახალხო შეკრება მიმდინარეობს. დიდი სახალხო შეკრება უკრაინაში ყოველ კვირას იმართება.

კომენტარები