პროტესტი უკრაინაში

კიევში ვიქტორია ნულანდი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი კიევში ჩავიდა. ის უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს - არსენი იაცენიუკს, ვიტალი კლიჩკოსა და ოლეგ ტიაგნიბოკს ხვდება.

უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე ვიქტორია ნულანდმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

კიევში დღეს ასევე უნდა ჩავიდეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქეთრინ ეშტონი.

კომენტარები