პროტესტი უკრაინაში

უკრაინის შსს-ს ცნობით, კარვების აყრის მიზეზი მრავალრიცხოვანი მიმართვა გახდა

facebook.com/EuroMaydan

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ იმიტომ აყარეს მინისტრთა კაბინეტის შენობასთან ოპოზიციის კარვები,რომ "მრავალრიცხოვანი მიმართვა მიიღეს", რომელიც ტერიტორიაზე გადაადგილების დაბლოკვას უკავშირდებოდა.

„იმის გამო, რომ იყო მოსახლეობის მხრიდან ბევრი მომართვა, ასევე იმის გამო, რომ ქალაქის ცხოვრების ნორმალური რიტმი დაირღვა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შინაგანი ჯარის დახმარებით მომხდარიყო ცენტრალური ქუჩების მომიტინგეებისგან გათავისუფლება",- აცხადებს შს სამინისტრო.

ამ დროისთვის აქცია კიევის ცენტრში, მაიდანზე გრძელდება. ჯერჯერობით იქ სამართალდამცველების აქტივობა არ შეინიშნება, თუმცა აქციის მონაწილეები სამართალდამცავების შტურმს არ გამორიცხავენ.

კომენტარები