პროტესტი უკრაინაში

კლიჩკო: მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ იარაღი ან სპეცტექნიკა

უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკო შინაგანი ჯარისა და ბერკუტის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კლიჩკოს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა კიევის ცენტრში, მინისტრთა კაბინეტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის ბლოკპოსტების აღება დაიწყეს. კლიჩკო მათ მოუწოდებს, არ გამოიყენონ ძალა იმ ადამიანების წინააღმდეგ.

„აქ უიარაღო ხალხი იმყოფება. აქ არ არიან პროვოკატორები და „ბოევიკები". ამიტომ, მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ იარაღი ან სპეცტექნიკა",- თქვა კლიჩკომ.

კომენტარები