ვალუტის კურსი

4 დეკემბერს ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს, 4 დეკემბერს, ევროსა და აშშ დოლართან მიმართებით ლარი კვლავ გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 4 დეკემბერს 1.6995 ლარი შეადგინა. 10 დღის წინ, 21 ნოემბერს, 1 აშშ დოლარი 1.6751 ლარი ღირდა. მას შემდეგ ლარის კურსი თანდათან ეცემა.

ლარის კურსი ასევე დაეცა ევროსთან მიმართებით. დღეს 1 ევრო 2.3055 ლარი ღირს, 22 ნოემბერს კი 1 ევროს ღირებულება 2.2519 ლარი იყო.

ლარი ასევე გაუფასურდა სომხურ დრამთან შედარებით. 100 სომხური დრამი 22 ნოემბერს 4.1377 ლარი ღირდა, 4 დეკემბერს კი 4.2076 ლარი ღირს.

22 ნოემბერს 1 გირვანქა სტერლინგი 2.6965 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი 2.7884 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებენ, რომ ლარის კურსის ვარდნა საგანგაშო არ არის.

კომენტარები