მავთულხლართები

კანდელაკი: რუსეთთან ქართული ოცნების უხერხემლო პოლიტიკამ კრახი განიცადა

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, ქარელის რაიონ სოფელ ღოღეთში მავთულხლართების გავლების განახლება რუსეთთან ახალი ხელისუფლების სუსტ პოლიტიკას უკავშირდება. 

"ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ქართული ოცნების შემრიგებლურმა, მაამებლურმა და უხერხემლო პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებაში, კრახი და ფიასკო განიცადა. თუ ჩვენ არ დავიცავით ჩვენი საკუთარი ინტერესები, თუ ჩვენ არ ამოიღეთ ხმა, რომ დამატებით მიწებს გვტაცებენ და დამატებით ყრიან ადამიანებს საკუთარი სახლებიდან, მაშინ სხვამ რატომ უნდა გააკეთოს ეს?" - ამბობს კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონ სოფელ ღოღეთში მავთულხლართების გავლება ისევ განაახლეს, თუმცა ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ტერიტორია დატოვეს. 

კომენტარები