მავთულხლართები

გედევან ფოფხაძე: რუსეთის მთელი პოლიტიკა ძალმომრეობაზეა დაფუძნებული

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებით, რუსეთი დიპლომატიის გზებს არ ცნობს. როგორც ფოფხაძემ რუსი ოკუპანტების მიერ სადემარკაციო სამუშაოების გაგრძელების კომენტირებისას განაცხადა, რუსეთი კვლავ ძალისმიერი მეთოდებით აგრძელებს მოქმედებას. 

"ქვეყანა, რომელიც ომს გიწყებს, მავთულხლართებსაც გაგივლებს. ეს არის სავსებით ბუნებრივი. ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც არც საერთაშორისო ნორმებს და არც რაიმე წესებს ურთიერთობაში არ ცნობს. რუსეთის მთელი პოლიტიკა ძალმომრეობაზეა დაფუძნებული", - აღნიშნა ფოფხაძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონ სოფელ ღოღეთში მავთულხლართების გავლება ისევ განაახლეს, თუმცა ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ტერიტორია დატოვეს და კვლავ ბაზაზე დაბრუნდნენ. 

 

კომენტარები