მომიტინგეების დარბევა კიევში

იანუკოვიჩის რეზიდენციასთან პოლიციას და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

rt.com

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, ისმის სროლისა და აფეთქების ხმა, ამის შესახებ ინფორმაციას Russia Today ავრცელებს. ამავეს ადასტურებს სოციალურ ქსელ ტვიტერში რადიო თავისუფლება და უკრაინული რადიო ქალაქის ხმა. არის ცნობები, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მომიტინგეების დაშაშლელად. 

Russia Today-ს ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები ესროლეს და გამაყრუებელი სტვენით შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე არსებული წარწერა - უკრაინის პრეზიდენტი, ხალხის მიერ იქნა შეღებილი. ტვიტერში სხვადასხვა წყაროს ცნობით, ადმინისტრაციის შენობა მომიტინგეეებმა უკვე დაიკავეს.

კომენტარები