მომიტინგეების დარბევა კიევში

კიევის ცენტრში 1 დეკემბრიდან 7 იანვრამდე აქციების ჩატარება აიკრძალა

facebook.com/EuroMaydan

კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ, აკრძალა მასობრივი აქციების ჩატარება დამოუკიდებლობის მეიდანზე, ევროპის მოედანზე, ბანკის (სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს), გრუშებსკის (სადაც მინისტრთა კაბინეტი და რადა მდებარეობს) და ბოგომელიცის ქუჩებზე (შსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორია).  აკრძალვა მოქმედებს 2013 წლის 1 დეკემბრიდან, 2014 წლის 7 იანვრამდე პერიოდზე. ინფორმაციას რბკ უკრაინა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამრიგად სასამართლომ ქალაქის ადმინისტრაციის სარჩელი დააკმაყოფილა.

დღეს, ოპოზიცია მიტინგის ჩატარებას ტარას შევჩენკოს სახელობის პარკში, ვლადიმერის ქუჩაზე გეგმავს.

კომენტარები