მომიტინგეების დარბევა კიევში

კიევში მომიტინგეები ქალაქის მერიის შენობაში შეიჭრნენ

reuters.com

უკრაინის დედაქალაქში, მომიტინგეები კიევის მერიაში შეიჩრნენ. შენობის გარეთ პოლიციაა მობილიზებული, თუმცა ამ დროისთვის აქტიური ქმედებებისთვის არ მიუმართავთ.

მიუხედავად იმისა, რომ კიევის სასამართლომ 1 დეკემბრიდან ქალაქის ცენტრში აქციების გამართვაზე აკრძალვა დააწესა, დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. BBC-ს ცნობით, ხალხმა ქალაქის მერიის შენობის შუშები დაამსხვრია და შიგნით შეაღწია.

პარალელურად, მაიდანზე ათიათასობით ადამიანია შეკრებილი. ცოტა ხნის წინ დამოუკიდებლობის მოედანზე იაროსლავ კაჩინსკი იმყოფებოდა, რომელმაც მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

კომენტარები