მომიტინგეების დარბევა კიევში

იანუკოვიჩი: დარბევით შეშფოთებული ვარ

პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი
Reuters

უკრაინის პრეზიდენტი ევრომეიდანზე მომხდარი დარბევით აღშფოთებულია, ამის შესახებ განცხადება იანუკოვიჩმა გუშინ გაავრცელა.

"მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმ მოვლენებით, რომლებიც ღამით მეიდანზე, დამოუკიდებლობის მოედანზე მოხდა. ვგმობ მოქმედებებს, რომლებმაც მიგვიყვანა დაპირისპირებამდე და ხალხთა განცდებამდე," - ნათქვამია განცხადებაში.

"ვითხოვ გენერალური პროკურატურისგან სასწრაფოდ წარმოგვიდგინოს მე და უკრაინულ საზოგადოებას ობიექტური გამოძიების შედეგები, რათა დაუყონებლივ მოხდეს დამნაშავეთა დასჯა," - აცხადებს ვიქტორ იანუკოვიჩი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ის კვლავინდებურად ირჩევს ევროპულ მომავალს  უკრაინისთვის.

კომენტარები