მომიტინგეების დარბევა კიევში

კიევში დარბევის გამო რეგიონების პარტიის ფრაქცია სამმა დეპუტატმა დატოვა

კიევის ცენტრში მომხდარი მოვლენების გამო, რეგიონების პარტიის ფრაქციიდან გამოსვლის შესახებ განცხადება ნიკოლაი რუდკოვსკიმ გააკეთა.

"უსევე როგორც ჩემი თანამოქალაქეების უმრავლესობა, მე ვთვლი რომ უკრაინა არის ევროპა, ამიტომ მრცხვენია გუშინ დამოუკიდებლობის მაიდანზე მომხდარი მოვლენების გამო. იმავე მეიდანზე, სადაც ჩვენი თაობა სტუდენტობის პერიოდში იბრძოდა უკრაინის თავისუფლებისთვის, რევოლუციის დროს," - ნათქვამია რუდკოვსკის განცხადებაში.

გარდა ამისა, რუდკოვსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა და მთლიანად მთავრობამ, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენების გამო პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და გადადგნენ.

უკრაინული გამოცემა უნიანის ცნობით, მაიდანზე დარბევის შედეგად, 35 აქციის მონაწილე იქნა ნაცემი. ამან ხალხის აღშფოთება გამოიწვია, რადას დეპუტატი ინა ბოგოსლოვსკაიამ დუდკოვსკის მსგავსად, რეგიონების პარტიის ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. რეგიონების პარტიის ფრაქციის დეპუტატის, ვიქტორ ბონდარის განცხადებით, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს საპარლამენტო ფრაქცია. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რეგიონების პარტიის ფრაქცია დავით ჟვანიამაც დატოვა.

კომენტარები