ვილნიუსის სამიტი

მარგველაშვილი: არ ვიცი ქვეყანა, რომელიც ასე კონსოლიდირებულია ევროპულ არჩევანში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველო თავის ევროპულ არჩევანში კონსოლიდირებულია. მისივე თქმით, საქართველოს შესაძლო სირთულეებზე სიფრთხილეც მართებს.

"დღეს ყველანი ვართ იმ გავლენის და ემოციის ქვეშ, როდესაც ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა შეაჩერეს თავიანთი გადაწყვეტილება. ეს გარკვეულ ემოციურ ფონს ქმნის და გავლენას ახდენს, როგორც სამიტზე, ისე თითოეულ ჩვენგანზე. იქმნება განცდა, რომ შესაძლოა სირთულეები იყოს მომავალშიც, რადგან ჩვენც პრინციპში იგივე გზა უნდა გავიაროთ. რეალურად საქართველოს გააჩნია უსერიოზულესი რესურსი ამ გზაზე. არ ვიცი ქვეყანა, რომელიც ასეთი კონსოლიდირებულია თავის ევროპულ არჩევანში, როგორც მთლიანად საზოგადოების, ისე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვფიქრობთ სირთულეებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად შესაძლო გამოწვევებზე, მაგრამ როდესაც ვხედავ, რამდენს გაუძლო ჩვენმა საზოგადოებამ ათწლეულების განმავლობაში ამ დასავლური არჩევანისთვის, მაქვს დიდი იმედი და რწმენა იმისა, რომ ეს სირთულეები ძალიან პრობლემური არ იქნება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები