ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება

რომპუი: პარაფირებამ ჩვენს ურთიერთობაში ნიშანი უკვე დასვა, ახლა რეფორმების დროა

ewea.org

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ ვილნიუსის სამიტზე მიმდინარე ასოცირების შეთანხმების პარაფირების საზეიმო ცერემონიალზე აზერბაიჯანს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქება მიულოცა და საქართველოსა და მოლდოვას მიმართა.

”მინდა მივულოცო საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლებას. მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოსა და მოლდოვას ისტორიულ კავშირს ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ ერთმანეთთან ვიზიარებთ კულტურასა და ღირებულებებს. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ დემოკრატიისკენ სწრაფვას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას.

ევროკავშირის ქვეყნები და ინსტიტუციები თავიდანვე პატივს სცემდნენ თავიანთი პარტნიორების სუვერენული არჩევანს. მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობამ დადებითად უპასუხეს ევროკავშირის მოწოდებას ჩართულობის შესახებ და ჩვენს მოწვევას, რათა ერთად გაგვეუმჯობესებინა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა მხარისთვის ეს მომგებიანი იქნება.

შემდეგი ნაბიჯები ამ ამბიციურ პროცესში უკვე გამოწვევა იქნება. მაგრამ მათი დროულად გადალახვა საშუალებას მოგვცემს, ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებებს, რაც შეიძლება მალე, მომავალ წელს. შემდეგ კი მოვახდინოთ სრული იმპლემენტაცია. პარაფირებამ ჩვენს ურთიერთობაში ნიშანი უკვე დასვა, ახლა რეფორმები უნდა გატარდეს.

ამ ხელშეკრულებებით ევროკავშირი, საქართველო და მოლდოვა და მათი მოქალაქეები ერთმანეთს დაუახლოვდებიან, ისეთ მრავალფეროვან საკითხებში, როგორიცაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ან განათლება. ეს გაზრდის სტაბილურობასა და კეთილდღეობას კონტინენტზე, ჩვენ შეგვეძლება, გამოვიყენოთ ჩვენი კომბინირებული პოტენციალი. ეს გააძლიერებს ჩვენს საერთო ღირებულებებს, რომლებზეც ჩვენი ურთიერთობაა დაფუძნებული. და, იმედია, თქვენს ქვეყნებში არსებულ კონფლიქტებს გადავლახავთ.

ასევე, მინდა, გავიხსენო ევროკავშირის პასუხისმგებლობა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იმ მოლაპარაკებებში, რომლებშიც ერთობლივად ვმონაწილეობდით, ევროკავშირმა საზღვრის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობით კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პატივისცემა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდ როლს შეასრულებს თქვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის”, - თქვა რომპუიმ.

კომენტარები