ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება

მარგველაშვილი: ევროკავშირის მისიამ დიდი როლი შეასრულა ქვეყნის სტაბილურობაში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს და ევროკავშირს ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა. მისი თქმით, ევროკავშირის მისიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში.

"ხელშეკრულება აფუძნებს საქართველოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის ჩართვას. მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეა მსოფლიოში კრიზისის მართვის საკითხებში. ევროკავშირის მისიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში, ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყნის მშენებლობის პროცესში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროკავშირთან ერთად მონაწილეობა. საქართველომ გაიღრმავა თავისი გამოცდილება 95 წლიდან მისიებთან თანამშრომლობის გზით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა საქართველოს დამატებით ღირებულებას შესძენს", - თქვა პრეზიდენტმა საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები