ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ნაწილში - ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა.

მაია ფანჯიკიძემ და ქეთრინ ეშტონმა ასევე ხელი მოაწერეს ჩარჩოხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, შეთანხმების ტექსტი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

კომენტარები