ვილნიუსის სამიტი

მარგველაშვილი: ჩვენ დღეს ვიწყებთ უაღრესად მნიშვნელოვან გზას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვილნიუსში ქართული დელეგაციის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველო დღეს დგამს ნაბიჯს, რომელიც რეალურად აახლოებს ევროპასთან.

"დღეს მოხდა უკვე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. მე მივულოცავ საქართველოს მოსახლეობას, მთელ ჩვენს ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაბიჯს. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ვილნიუსში, შეხვედრებს ეკონომიკურ თემებზე, შეხვედრებს ადამიანის უფლებებისა და არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თემებზე. ჩვენ დღეს ვიწყებთ უაღრესად მნიშვნელოვან გზას, რომელიც საქართველოს ისტორიულ არჩევანს - იყოს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახის წევრი - ფაქტიურად გარანტირებულს ხდის", - განაცხადა მარგველაშვილმა ვილნიუსში.

შეგახსენებთ, რომ დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი დაიწყო. ქართულმა მხარემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება უკვე მოახდინა. ასევე, ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო და ბიზნეს ფორუმებში. 

კომენტარები