25 ნოემბერს, რომში ვიზიტით მყოფ ვლადიმირ პუტინს, რომელიც პაპ ფრანცისკეს, იტალიის მთავრობის წარმომადგენლებსა და ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონის შეხვდა, რომში მყოფი ქართველი და უკრაინელი სტუდენტები საპროტესტო აქციებით დახვდნენ.
იტალიის პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლეტანოსთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, ქართული ორგანიზაციის "ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის" წევრებმა, უკრაინელ სტუდენტებთან ერთად პროტესტი პუტინს ერთობლივად გამოუცხადეს.
პარალელურად, პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს მდებარე სასტუმროს შესასვლელში, რომელიც პუტინს მასპინძლობს, იტალიელმა მანიფესტანტებმა მოითხოვეს დაკავებული "პუსსი რაიოტის" წევრების გათავისუფლება.





