ვილნიუსის სამიტი

ფულე: თუ საქართველო არ დაუშვებს შერჩევით სამართალს, ევროკავშირს დაუახლოვდება

საქართველოსა და მოლდოვას აქვს ევროპის მხარდაჭერა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც ევროკავშირთან ინტეგრაციისთვისაა საჭირო. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ ქართველ და მოლდოველ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

"თუ საქართველო ერთგული დარჩება იმ ფასეულობების, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და დაამყარებს კანონის უზენაესობას, არ დაუშვებს შერჩევით სამართალსა და ქვეყანაში იქნება თავისუფალი მედია, მაშინ ის უფრო მეტად დაუახლოვდება ევროკავშირს. რაც უფრო ახლოს მივა საქართველო ევროკავშირთან, მით უფრო უკეთესად შევძლებთ მის დაცვას", - აღნიშნა ევროკომისარმა.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 28-29 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართება. საქართველო და მოლდოვა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენენ, ხოლო ხელმოწერა 2014 წელს იგეგმება.

კომენტარები