საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს ეკლესია გიორგობას ზეიმობს

წმინდა გიორგი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას ზეიმობს. 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამები დღეა. წმინდა გიორგის კულტის მიმართ პატივმიგება და თაყვანისცემა საქართველოში განსაკუთრებით ძლიერია. გიორგი კაპადოკიელის ყველაზე გავრცელებული ხატი, სადაც ის სიმბოლურად გველეშაპს ამარცხებს, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას განასახიერებს და ის დემოკრატიული საქართველოს ორივე გერბზე იყო და არის გამოსახული. 

დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში საზეიმო ლიტურღია აღესრულება. დღესვე მღვდელმთავრებთან ერთად ილია მეორემ მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსად, წინა სინოდზე გამორჩეული ეპისკოპოსი, გიორგი ჯანდელიანი აკურთხა. 

ტაბულა კათალიკოს-პატრიარქის ქადაგებას, წირვის დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები