საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობა დაამტკიცა. მთავრობას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. წინა მთავრობასთან მიმართებით პრემიერის ახალ კაბინეტში მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურა შეიცვალა და ირაკლი ღარიბაშვილის პოსტს ალექსანდრე ჭიკაიძე დაიკავებს. პარლამენტმა, ხმების შემდეგი განაწილებით: 93 მომხრით და 19 წინააღმდეგი, საქართველოს მთავრობა დაამტკიცა. საქართველოს მთავრობის პროგრამა დღეს პარლამენტში განიხილებოდა.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს განათლების მინისტრი -თამარ სანიკიძე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე
საქართველოს თავდაცვა მინისტრი - ირაკლი ალასანია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - დავით დარახველიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ალექსანდრე ჭიკაიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - შალვა ფიფია
საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - სოზარ სუბარი
საქართველოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ალექსი პეტრიაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში - პაატა ზაქარეიშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - კონსტანტინე სურგულაძე




