საქართველოს მთავრობა

უსუფაშვილი: ეს არის არა ჩვენი პირადი ნდომა, არამედ სახელისუფლებლო ნდომა

"ძალიან რთული ამოცანაა, როცა ადამიანი ადამიანს ნდობას უცხადებს. მით უმეტეს, რომ ეს არის არა ჩვენი პირადი ნდობა, არამედ სახელისუფლებო ნდობა და ჩვენ ჩვენი ნდობით თქვენ სახელმწიფო ძალაუფლებას განდობთ, განდობთ სახელმწიფო ხელისუფლებას. ამ ამოცანის სირთულე კიდევ უფრო იმაშია, რომ ჩვენ თქვენ განდობთ იმ ძალაუფლებას, რომელიც ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებზე გვანდეს", - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილმა.

"ქართველმა ხალხმა ნდობა იმ პიროვნებას გამოუცხადა, რომლის სახელიც დღეს ყველაზე მეტად გაჟღერდა პარლამენტის ტრიბუნიდან. აქ არ არის საუბარი მესიაზე, მხსნელზე და გადამრჩენელზე. ეს რომ ასე არ არის, ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა, როდესაც ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ პირვანდელი განცხადება რეალობად აქცია. ჩვენ, უმრავლესობის წარმომადგენლები დღევანდელი დღიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობის და ტვირთის მატარებლები ვხდებით, რადგან რეალურად ჩვენ დღეიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე. რეალურად დღეიდან იწყება ჩვენი საქმე და მინდა ამას ყველამ ერთად - როგორც ერთიან გუნდს შეშვენის, თავი გავართვათ", - აღნიშნა მან.

კომენტარები