ეკონომიკური ზრდა

PMCG: ორი კვარტლის მაჩვენებელი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მშპ-ის 2.5%-იან ზრდას

2013 წლის პირველ ორ კვარტალში მშპ-ის ზრდის ტემპი 1.9%-ია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, როგორც მთავრობის მიერ (6-4%), ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მშპ-ის პროგნოზირებული (2.5%) ზრდის მიღწევას. ამის შესახებ პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG) აცხადებს. ორგანიზაციის მიხედვით, 2013 წლის პირველ ორ კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 5.6%-ით ჩამოუვარდება 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (7.5%).

2013 წლის პირველ ორ კვარტალში მშპ-ის სექტორებს შორის ყველაზე დიდი შემცირება მშენებლობას შეეხო: მშენებლობის სექტორი 12%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში წარმოების ყველაზე დიდი ზრდა სოფლის მეურნეობაში აღინიშნება: ამ სექტორში წარმოება 6.7%-ით გაიზარდა. როგორც PMCG აღნიშნავს, მშპ-ის მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 27%-ით შემცირდა, თუმცა წინა კვარტლებთან შედარებით, ამ დარგზე გაცემული სესხების მოცულობა 71%-ით გაიზარდა. PMCG ამ ტენდენციას მთავრობის მიერ წახალისებული, სოფლის მეურნეობის სექტორის სუბსიდირების პოლიტიკით ხსნის. 

კომენტარები