ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაიას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Akhalaia, nominee for the post of Georgia's Interior Minister, listens during a meeting in parliament in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ახალაიას რიგით მეოთხე ბრალდება გუშინ წარუდგინეს. მას ბრალად ედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, იმ დროისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების განსაკუთრებით პრივილეგირებულ პირობებში ჩაყენება.

ამ საქმესთან დაკავშირებით, წინასასამართლო სხდომა 5 ნომბერს 12:00 საათზე გაიმართება

კომენტარები