2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

თარგამაძე: პრეზიდენტობის შემთხვევაში ჯანდაცვის რეფორმები პრიორიტეტული იქნება

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე გიორგი თარგამაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს საპატრიარქოს სამშობიარო სახლს ესტუმრა და ექიმების პრობლემებს გაეცნო. გიორგი თარგამაძის განცხადებით,  ჯანდაცვა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია და შეცდომა, რომელიც წინა და ამჟამინდელმა მთავრობებმა რეფორმების გატარებისას დაუშვეს, ექიმების ინტერესების იგნორირება იყო.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის   საარჩევნო პროგრამის კიდევ ერთი პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემების მოგვარებაა.  გიორგი თარგამაძე დღეს მათ საჭიროებებს გაეცნო და ამ მიმართულებით მისი ხედვა გააცნო.

დღის ბოლოს გიორგი თარგამაძე საინფორმაციო სააგენტო პირველში მივიდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია შეაფასა და 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია იმედში მომხდარი მოვლენების გამოძიებისთვის საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გიორგი თარგამაძემ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზეც ისაუბრა.

 

კომენტარები