2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ნორლანდი: საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია

georgia.usembassy.gov

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

"საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. არ ვიცით, ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და მათი მეშვეობით - საქართველოსთან", - აღნიშნა ნორლანდმა.

რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით იმყოფება. ის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. ასევე, დაგეგმილია ელჩის შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებთან.

კომენტარები