2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროპაბეთმა ფსონების მიღება დაიწყო

ონლაინ ტოტალიზატორმა ევროპაბეთმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფსონების მიღება დაიწყო.

ონლაინ ტოტალიზატორი მომხმარებელს არჩევნების 6 სავარაუდო შედეგს სთავაზობს. ტოტალიზატორმა გიორგი მარგველაშვილს, როგორც პრეზიდენტობის ყველაზე დიდი შანსის მქონე კანდიდატს, მიანიჭა კოეფიციენტი 1.10, დავით ბაქრაძის კოეფიციენტია 7.00, ნინო ბურჯანაძის - 10.00, გიორგი თარგამაძის - 1000.0, შალვა ნათელაშვილის - 1500.00, ხოლო ნებისმიერი სხვა კანდიდატის კოეფიციენტია 2000.00.

ტოტალიზატორის მომხმარებელს ასევე შეუძლია ფსონის დადება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. მეორე ტური იქნება - ამ შედეგის კოეფიციენტია 2.60, ხოლო არ იქნება - 1.40.

კომენტარები