2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: შევადარეთ ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი

გიორგი მარგველაშვილი

ერთმანეთს შევადარეთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა და ევრაზიული კავშირი, ვნახეთ რა პოტენციალი არსებობს. ამის შესახებ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრებთან, დეპუტატებთან და აქტივისტებთან ერთად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრემიერის განცხადებამ, რომ საქართველოს მთავრობა შეისწავლიდა ევრაზიულ კავშირს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისივე თქმით, პოტენციალის შესწავლამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო საინტერესოა, შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ინვესტირების და ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავების. ევრაზიული კავშირი კი ამ ეტაპზე საბაჟო კავშირია, რომელსაც პოლიტიკური გაერთიანების დატვირთვა უფრო აქვს. "პოლიტიკური გაერთიანების თვალსაზრისით კი, ევროპა და ევროკავშირი ჩვენი არჩევანია და ეს ორი ერთმანეთს გამორიცხავს. შესაბამისად, ევროპა არის არჩევანი, როგორც პოლიტიკურად, ისე - ეკონომიკურად", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები