2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა უნდა მიიღოს

გიორგი მარგველაშვილი

ამ ეტაპზე, ვფიქრობ, საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში. ამის შესახებ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრებთან, დეპუტატებთან და აქტივისტებთან ერთად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, რუსეთთან ტემპერატურა დასწიოს და ნდობის მომენტები გააჩინოს, ამიტომ ამ კურსის კონტექსტში სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიზანშეწონილია. "მაგრამ თუ ეს ნაბიჯი ადეკვატურად არ იქნება აღქმული, თუ დავინახავთ, რომ ოლიმპიური სულის პოლიტიზება ხდება და რუსეთის ფედერაცია ოლიმპიადას პოლიტიკური ნაბიჯების გასამართლებად იყენებს, მაშინ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი გულისხმობს იმას, რომ ამ თემაზე საზოგადოებამ საკუთარი აზრი გამოთქვას, თუმცა ეს აზრი არ უნდა იყოს ისტერიული. "ამის განსასჯელად დრო არსებობს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები