2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი პრემიერის რჩევებს მისი გადადგომის შემდეგაც გაითვალისწინებს

გიორგი მარგველაშვილი

თვითონ მთელი ეს გეგმა, რაც ეხება ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლას და ქართული ოცნების გუნდთან აქტიური პარტნიორობის გაგრძელებას, ეს პოლიტიკური გეგმაა. ამის შესახებ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. გიორგი მარგველაშვილი გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრებთან, დეპუტატებთან და აქტივისტებთან ერთად მივიდა.

მარგველაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის რჩევების გათვალისწინებას პრემიერის პოსტიდან მისი გადადგომის შემდეგაც აპირებს. "უმნიშვნელოვანესი ცვლილება ხორციელდება. პოლიტიკური ლიდერი ხდება ჩვეულებრივი მოქალაქე და მიდის სამოქალაქო საზოგადოებაში. ვფიქრობ, ჩემი და ბიძინას მეგობრობა გაგრძელდება, მაგრამ სამუშაო ურთიერთობა აღარ გვექნება. როგორ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მოახდინა ცვლილება, რომელსაც ამხელა ავტორიტეტი აქვს, რომელიც მეგობარია, რომლისაც ძალიან მჯერა და ნებისმიერი სხვა ადამიანი ჩემთვის იყოს ერთი და იგივე. მე ახლაც აღარ ვარ მისი თანამშრომელი - მინისტრი, მაგრამ ვხვდებით და ვსაუბრობთ. ჩვენ ვრჩებით ძალიან ახლო პარტნიორებად, უბრალოდ, თანამშრომლები აღარ ვიქნებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები