NATO-საქართველო

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ერთგულების დადასტურებისკენ მოუწოდებს

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2014 წელს ორგანიზაციის შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კანდიდატობის მსურველ ქვეყნებს მოუწოდებს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი ერთგულება, რაც მათი მხრიდან კონკრეტულ ქმედებებს გულისხმობს. დოკუმენტში წერია:

1.საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები საშინაო პოლიტიკისა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის

2.საჭიროების შემთხვევაში განთავსდეს სამშვიდობო და სამხედრო მისიები კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში

3.პოლიტიკურმა ლიდერებმა გაატარონ ისეთი კონსტიტუციური და საშინაო რეფორმები, რომელიც მათ დაეხმარება პოლიტიკურ ოპონენტებსა და რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობაში

4.სახელმწიფომ იზრუნოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე

5.ხელი შეუწყოს რეგიონში მრავალეთნიკური, კულტურული და რელიგიური საზოგადოების ჩამოყალიბებას

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ასპირანტი ქვეყნების NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის განსახორციელებლად და ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას. 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა.

 

კომენტარები