ბაჩო ახალაიას საქმე

პროკურორი: ბაჩო ახალაიას დანაშაული მთლიანად დასტურდება

The trial of former Defense Minister Bacho Akhalaia.
Reuters

პროკურორ ლევან ადეიშვილის განცხადებით, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს. მისი თქმით, ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა მტკიცებულებებთან ერთად წარმოადგინა. 

"მიგვაჩნია, რომ დანაშაული მთლიანად დასტურდება. ამ საქმეზე ჩვენ არა მხოლოდ დაზარალებულების - ე.წ. კანონიერი ქურდების ჩვენებები წარმოვადგინეთ, არამედ 14 მოწმის ჩვენება, რომლებიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მთლიანად დადასტურდა დანაშაული და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს. ბაჩო ახალაიას ვედავებით უფლებამოსილების გადამეტებას, არაადამიანურ მოპყრობას და არა ციხის ბუნტის ორგანიზებას. დაცვის მხარე ორი საათის განმავლობაში ერთსა და იმავეს ამბობდა, რომ ახალაია ციხის ბუნტის ორგანიზატორი არ არის. ამას არც ვედავებით", - აღნიშნა ლევან ადეიშვილმა.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, დავით ჭაკუასა და რევაზ ჭარბაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. მოსამართლის განცხადებით, განაჩენს სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამოაცხადებს.

კომენტარები