ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი

იაროშევიჩი: იმედია, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები არ გაგრძელდება

news.ge

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის შემუშავებულ დოკუმენტზე კომენტარი ევროკავშირის ელჩის მოადგილემ გააკეთა. ბორის იაროშევიჩის თქმით, იმედია, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები არ გაგრძელდება და ეს პროცესი ასოცირების ხელშეკრულების ინიცირებას ხელს არ შეუშლის.

"ვილნიუსის სამიტამდე ვერ ვხედავ რამე პრობლემას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ინიცირებას ხელს შეუშლის. როგორც ვიცით, ხელშეკრულებას ხელი მომავალ წელს უნდა მოეწეროს. მანამდე დავაკვირდებით, როგორ განვითარდება საქართველოში ვითარება. თუ ადგილი კიდევ ექნება მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებას, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვან პრობლემას არ მოველით", - თქვა ბორის იაროშევიჩმა.

 

კომენტარები